ნაპირდაცვა


Reinforced Earth® გამოცდილი და ეფექტური კონსტრუქციული მასალაა, რომელიც წარმატებით გამოიყენება:

  • ზღვისა და მდინარეების ნაპირების გასამაგრებლად;
  • წყლისპირა საავტომობილი გზების საყრდენებად;
  • საწყალოსნო ობიექტების გასწვრივ ასაშენებელი ხიდების ბურჯებად;
  • ჯებირებისა და ნავმისადგომების კედლების ასაგებად;
  • მიწის ჯებირებისა და წყალსაგდებების კედლების ასაშენებლად.
Reinforced Earth® (GeoMegaTMსისტემის სპეციალიზებული დაპროექტება ითვალისწინებს წყალდიდობებით, წყლის დონის სწრაფი ვარდნით, ღვარცოფებით, შტორმებითა და სხვ. გამოწვეულ დამატებით დატვირთვებს. ამგვარი მახასიათებლების მქონე სტრუქტურების გამოყენება ამარტივებს რთულ კომპლექსურ სიტუაციებში მყოფი ჯებირებისა და საწყალოსნო სტრუქტურების მშენებლობას და ექსპლუატაციას. 
საწყალოსნო სტრუქტურებში გამოსაყენებელი Reinforced Earth® (GeoMegaTM) კედლების აგებისას გამოყენებული გრუნტის სახეობა დამოკიდებულია წყლის მაჩვენებლებზე, სიღრმეებზე და წყლის დონის ცვალებადობის ხანგძლიობაზე. Reinforced Earth® (GeoMegaTMსტრუქტურები სწრაფად იგება როგორც მშრალ, მათ შორის წყლის მიქცევის დროს, ასევე წყალქვეშა პირობებში. 
წყალგამტარების, მდინარეებზე და სხვა საწყალოსნო ობიექტებზე გადასასვლელების მოსაწყობად ხელსაყრელია TechSpan® სისტემის გამოყენება. თაღოვანი გადახურვა ოპტიმალურია წყლის ნაკადების გადანაწილებისათვის. TechSpan® სისტემა იძლევა საუკეთესო შედეგებს, რადგანაც წარმოადგენს წინასწარ ჩამოსხმულ ბეტონის ნაკეთობას, რომლის მონტაჟი სწრაფია, შედარებით იაფია და არ მოითხოვს წყლის კალაპოტის შეცვლას.

Brochure