ხიდები და ესტაკადები

ტექნოლოგია Reinforced Earth® გამოიყენება ხიდების პირდაპირი (საყრდენი განლაგებულია ბუნებრივი ფუძის მქონე MSE სტრუქტურის ფუნდამენტზე) და არაპირდაპირი (საყრდენი განლაგებულია MSE სტრუქტურის ნატკეპნ გრუნზე) საყრდენების ბურჯების ინოვაციური და ეკონომიკურად ხელსაყრელი სუპერსტრუქტურების პროექტებში. Reinforced Earth® ბურჯები შეიძლება იქნას დაპროექტებული შედარებით მსუბუქი დატვირთვებისათვის, მაგალითად, ერთმალიანი ხიდებისათვის, ასევე დიდი დატვირთვების მქონე სამრეწველო და სარკინიგზო სტრუქტურებისათვის. მშენებლობის დროს აგრეთვე შეიძლება იყოს გამოყენებული კომპანია Reinforced Earth-ის GeoTrel®(TerraTrel®) სისტემები.

სისტემა Reinforced Earth® მოქნილი და დრეკადია, ამიტომ ხიდების ბურჯების აგება შესაძლებელია სუსტი გრუნტების პირობებში. ამ შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციალური ფუნდამენტების ჩასხმა, მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, რეკომენდირებულია გრუნტის გაკეთილშობილება მარტივი მეთოდების გამოყენებით. ხიდების ტრადიციული ბურჯების აგება მოითხოვს საკმაოდ ღრმა ფუნდამენტებს, მათგან განსხვავებით, Reinforced Earth® ბურჯები, როგორც წესი, იგება პატარა სიღრმეებზე. ამიტომ, მშენებლობა შესაძლებელია საავტომობილო გზისა და რკინიგზის ლიანდაგის გარეთ, მათზე მოძრაობის შეწყვეტის გარეშე.

წინასწარ დამზადებული რკინაბეტონის ასაწყობიTechSpan® თაღები უძლებენ ექსტრემალურ დატვირთვებს, გათვლილია ხანგრძლივ მოხმარებაზე, სწრაფად იგება და მისი მიწოდება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

ორივე სისტემის აგება სრულდება დროის უმოკლეს მონაკვეთში, მოძრაობის მინიმალური ვადით შეწყვწტით ან მოძრეობის შეჩერების გარეშე.