პანდუსების მშენებლობა თბილისის ცენტრალურ უბნებში

ესტაკადებისა და ხიდების პანდუსები აშენდა კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედანზე, "ლაგუნა-ვერეს" საცურაო აუზთან, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდთან.

დამკვეთი - შპს "კავკაზუს როუდ პროჯექტი" (ქ. თბილისის მერიის დაკვეთა)

პროექტი - შპს "საქგზამეცნიერება"

საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები - შპს "ესჯ" (კოსტავას ქუჩა, გმირთა მოედანი და "ლაგუნა-ვერეს" მიმდებარე ტერიტორია) და შპს "ინტერპროექტი" (ბარათაშვილის უბანი)

პანდუსების პროექტი - Reinforced Earth® Insaat Proje ve Tic A.S.

პროექტის მიხედვით, Reinforced Earth® ტექნოლოგიის გამოყენებით აშენდა 7 პანდუსი (მოსაპირკეთებელი მასალა - რკინაბეტონისაგან წინასწარ დამზადებული მოსაპირკეთებელი ფილები). სრული ფართობი - 1240 კვ.მ.

პროექტი დაიწყო 2012 წლის აპრილში და დასრულდა ამავე წლის სექტემბერში.