მოსაპირკეთებელი ქვების წარმოება საქართველოში

საქართველო მდიდარია სამშენებლო, სანაკეთო და მოსაპირკეთებელი ქვების საბადოებითა და გამოვლინებებით. ნედლეულის მოპოვება და გადამუშავება საქართველოს ეკონომიკის ტრადიციული დარგია, მას გააჩნია დიდი ისტორია და მდიდარი ტრადიციები.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეკონომიკის ამ ძალზე მომგებიან დარგში ინვესტირებულია მინიმალური თანხები. საქართველოს ბაზარი წალეკა იაფმა და არც თუ ხარისხიანმა ჩინურმა პროდუქციამ. ამავე დროს საქართველოს გააჩნია საუკეთესო სამშენებლო, სანაკეთო და მოსაპირკეთებელი ქვების დიდი მარაგები და პოტენციური შესაძლებლობა ბუნებრივი ქვებისაგან მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისა.

დანართში მოყვანილი საინვესტიციო პროექტი წარმოადგენს პრობლემის მოკლე აღწერას და მისი გადაჭრის სავარაუდო გზებს roadmap