დავით ყუფარაძე
გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
დავით ყუფარაძე

დაიბადა 1959 წელს თბილისში.
1976 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგია-გეოგრაფიი ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ (1981 წ.) მიიღო ინჟინერ-გეოლოგის კვალიფიკაცია. 
1981-1989 წლებში მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტში
1982 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რომლიც დამთავრა 1986 წელს, დაიცვა დისერტაცია და მას მიენიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
1977-2001 წლებში იკავებდა წამყვან თანამდებობებს ბიზნეს სექტორში. მუშაობდა ს/ს თამბაქოსა და სიგარეტის კომპანია "ლაგო-ს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; ს/ს "ჰერეთი-ს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.
2002-2005 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტროგრაფიის და მინერალოგიის კათედრაზე.
2004-2006 წლებში მუშაობდა კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში.
2006 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეცნიერებათა კანდიდატს დავით ყუფარაძეს მიანიჭა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური წოდება.
2007 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ჯსპ (GSP Ltd) და პარალელურად განაგრძო სამეცნიერო მოღვაწეობა კავკასიის ალექსანდრე თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში.
მეცნიერებათა დოქტორი დავით ყუფარაძე ორმოცდაათამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია