REINFORCED EARTH®
Reinforced Earth® წარმოადგენს სეისმომედეგ კომპოზიტურ მასალას, რომელიც მიიღება გრუნტისა და გამაძლიერებელი ზოლოვანი ფოლადის ხახუნისას. გრუნტის მასაში წარმოქმნილი დაძაბულობა გადაეცემა ფოლადის ზოლებს ხახუნის ძალის მეშვეობით. კომპოზიტი პრინციპულად არ განსხვავდება ბეტონისაგან: ეს ეკონომიურად ხელსაყრელი საშუალებაა ძირითადი მასალის (გრუნტის) მექანიკური თვისებების გაუმჯობესებისა სხვა გამაძლიერებელი მასალის (ფოლადის) მეშვეობით. წინასწარ ჩამოსხმული ბეტონის მოსაპირკეთებელი ფილები გამოიყენება ჩასაყრელი გასამაგრებელი მოცულობის ეროზიის თავიდან ასაცილებლად და ზედაპირისათვის დასრულებული მიმზიდველი სახის მისაცემად. 

 

Reinforced Earth® სტრუქტურების შექმნისათვის გამოიყენება შემდეგი ძირითადი ელემენტები: წინასწარ ჩამოსხმული ბეტონის მოსაპირკეთებელი ფილები, გალვანიზირებული ფოლადის სპეციალური ზოლები, კედლის უკანა სივრცის შემავსებელი ფრაქციონირებული მასალა, ფოლადის გალვანიზირებული სამაგრები, ამავე მასალისგან დამზადებული ქანჩები და ჭანჭიკები, რეზინის (EPDM) ბალიშები (სადგარები), ფილათაშორისი სივრცის ამოსავსები ქაფი და ა.შ.

  
  
  

მშენებლობის სტადიები:
  • პროექტის მოთხოვნებით განსაზღვრული ნომენკლატურისა და რაოდენობის ბეტონის ფილების წინასწარი ჩამოსხმა სპეციალურ ყალიბებში
  • დონის გამასწორებელი ზედაპირი ფორმირდება საპროექტო ნახაზების მოთხოვნების შესაბამისად
  • შემავსებელი მასალა იყრება 37.5 სმ სისქის ფენებად და იტკეპნება
  • იგება პანელების პირველი მწკვრივი და ჭანჭიკებისა და ქანჩების მეშვეობით მათზე მაგრდება ფოლადის ზოლები 
  • ეს პროცესი მეორდება კედლის მთლიან აგებამდე
 Reinforced Earth® ბროშურა