GEOTREL®

GeoTrel® (TerraTrel®) ტექნოლოგია გამოიყენება დახრილი ან ვერტიკალური დროებითი ან მუდმივი სეისმომედეგი საყრდენი კედლების ასაგებად. შესაძლებელია ამ კედლების ადაპტაცია ბუნებრივი ლანდშაფტის პირობებისათვის.

  

GeoTrel® კედლების აგების ტექნოლოგია და სტადიები ანალოგიურია Reinforced Earth® ტექნოლოგიისა, მხოლოდ ბეტონის მოსაპირკეთებელი ფილების ნაცვლად აქ გამოიყენება ფოლადის ბადისაგან დამზადებული მოსაპირკეთებელი პანელები.

სისტემის ძირითადი ელემენტია - კედლის უკანა სივრცის შემავსებელი მასალა.  არმირების ელემენტებია - პლასტიკური ზოლები (GeoTrel® ტექნოლოგიაში) და ფოლადის გალვანიზირებული ზოლები (TerraTrel® ტექნოლოგიაში). ზოლები გრუნტის მოცულობაში განლაგდებიან ჰორიზონტალურად ჰორიზონტალური წნევის დასაბალანსებლად, რაც ხდის სტაბილურს ამ ნაყარის სხეულს. მოსაპირკეთებელი პანელების უკან თავსდება კლდოვანი ქანების ლოდები, მათ უკან კი გეოქსოვილი. მწვანე ზედაპირი მიიღება ჰიდრო დათესვის მეთოდით. 

 

სისტემის უპირატესობა:

  • მაღალი ხარისხი
  • მაღალი სეისმომედეგობა
  • არ მოითხოვს ამწეების გამოყენებას
  • შეიძლება აშენდეს სუსტ გრუნტებზე
  • დროისა და სახსრების ეკონომია