საყრდენი კედელი GeoMega™ წარმოადგენს სეისმომედეგ გრავიტაციულ სისტემას, რომლის ძირითადი თვისებაა სტრუქტურაში წარმოქმნილი ხვედრითი დატვირთვების დაბალანსება. GeoMega™ კედლის ძირითადი კომპონენტებია ნაყარის შრეებისა და მაღალი გამძლეობის მქონე პოლიესტერის მაარმირებელი ლენტის, ანუ "გეოსტრეპის" (რომელიც მაგრდება ბეტონის მოსაპირკეთებელ ფილებზე), მონაცვლეობა.
"გეოსტრეპი" მაგრდება ბეტონის მოსაპირკეთებელ ფილაზე დაპატენტებული ბერძნული ასო ომეგას (Ω) მსგავსი მოხაზულობის მარყუჟის მეშვეობით. ამ ტექნოლოგიით მშენებარე საყრდენ კედლებში დასაშვებია კომპანია Reinforced Earth ნებისმიერი ტიპისა და ნომენკლატურის მოსაპერკეთებელი ფილის გამოყენება. GeoMega™ სისტემის საყრდენი სტრუქტურები გამოიყენება ქიმიურად აგრესიულ გარემოში, როგორიცაა ზღვის წყალი და კედლის უკან კოროზიის გამომწვევი დასაყრელი მასალის გამოყენების შემთხვევაში. "გეოსტრეპის" გამოყენება რეკომენდირებულია იმ გრუნტებში, რომელთა pH მერყეობს 3-დან 5-მდე, ან მათში მაღალია ქლორიდებისა ან სულფატების შემცველობა. როგორც კომპანია Reinforced Earth კედლის ნებისმიერი სისტემა, GeoMega™ სისტემის კედლების აღმართვაც სწრაფია და პროგნოზირებადი. მეთოდის უპირატესობებია: