Reinforced Earth® კედლებისა და Techspan® თაღების სისტემის გამოყენება იდეალურია სამრეწველო და სამთო ობიექტების ინფრასტრუქტურაში, რაც განპირობებულია იმით, რომ ეს სტრუქტურები იტანენ დიდ დატვირთვებს, ვიბრაციას, დარტყმებს, აფეთქებებს, ხანძრებსა და წყალდიდობებს. სამთო მრეწველობაში Reinforced Earth® საყრდენი კედლების და Techspan® თაღების სტრუქტურები გამოიყენება მადნების დასაწყობად, საკარიერო და საბადოზე სხვა არსებული გზების საყრდენ კედლებად, მოპოვებისათვის აუცილებელი დაზგა-დანადგარების გასანთავსებად და სხვა.
საწყობის მოწყობისას შეიძლება იქნას გამოყენებული Reinforced Earth® ტექნოლოგიით აგებული გვერდითი კედლები შესაძლებელია შეიქმნას "V"-მაგვარი დიდი ტევადობის სივრცე ან რვაწახნაგა კონუსური სტრუქტურები, რომლებიც დაიცავენ მადანს ატმოსფერული ნალექების მოქმედებისაგან და უზრუნველყოფენ საცავის სწრაფ დაცლას. Techspan® თაღების სისტემა შეიძლება იქნას გამოყენებული ტექნოლოგიური (მასალების მიწოდება-გამოტანისათვის და სხვ.) გვირაბების მოსაწყობად. Reinforced Earth® საყრდენ კედლებზე ამონტაჟებენ სამტვრეველებს, საცრებს, აწყობენ თვითმცლელების დასატვირთ მოედნებსა და ჯებირებს.