ახალი მასალები გზების მშენებლობისათვის

შპს ჯსპ-ს და შპს კავკაზუს როუდ პროჯექტის დამფუძნებლებმა ერთობლივად მიიღეს მონაწილეობა აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (US Civilian Research & Development Foundation (CRDF)) მეწარმეობის პროგრამა "მეცნიერება და ტექნოლოგია" საინვესტიციო კონფერენციაში და მიიღეს სერტიფიკატი მეცნიერებისა და ბიზნესის საუკეთესო ურთიერთობისათვის - ბიზნეს-წინადადების "ახალი მასალები გზების მშენებლობისათვის" პრეზენტაციისათვის.


შპს ჯსპ-ს მიმართა "Strabag/Heilit+Woerner/CRP" კონსორციუმმა შემდეგი წინადადებით:


  • მოამზადოს ინერტული მასალების კარიერისა და სამთო და მიწის მინაკუთვნის ლიცენზირების მიზანშეწონილობის პროექტები;
  • გაუწიოს კონსულტაცია შესბამისი სამთო ობიექტების ფასების თაობაზე და დაადგინოს აუქციონზე შესათავაზებელი რეალური ფასი;
  • შეადგინოს წარდგენილი კრიტერიუმების შესაბამისი კარიერების ჩამონათვალი, სამსხვრევ-დამახარისხებელი და სხვა საკარიერო ტექნიკის ნუსხა კონკრეტული სამთო-ტექნიკორი პირობების გათვალისწინებით;
  • მოამზადოს სალიცენზიოდ აუცილებელი საბუთების სრული პაკეტი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სალიცენზიო სამსახურში წარსადგენად;
  • უზრუნველყოს სამთო ობიექტის საექსპლუატაციოდ მომზადების, ტექნიკური აღჭურვის, გამშვები და საწარმოო პროცესების ზედამხედველობა.

ჩატარებული საველე და ლაბორატორიული სამუშაოების შედეგად იქნა არჩეული ოთხი უბანი. მათგან, საუკეთესო სამთო და გეოლოგიური, ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პირობების გამო არჩეულ იქნა ქვემო სარალის რიოლითის გამოვლინება (მარნეულის რაიონი).

შპს ჯსპ-ს რეკომენდაციით კონსორციუმმა შეიძინა ქვემო სარალი რიოლითის გამოვლინების დამუშავების ლიცენზია (სამთო და მიწის მინაკუთვნი - 3,4 ჰა, მოსაპოვებელი რიოლითის რაოდენობა - 50 ათ. კუბ. მ).

ლიცენზიის მოპოვებიდან ორ თვეში სამსხვრევ-დასახარისხებელი ქარხნის პირველი პროდუქცია მიედწოდა ბეტონის ქარხანას, სადაც ქვემო სარალის რიოლითის ღორღის გამოყენებით მომზადდა ახალი ჩქაროსნული გზის საფარის ზედა ფენის ბეტონი.



კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სამთო ჟურნალში scientific article