საყრდენი კედლებისა და პანდუსების მშენებლობა თბილისის ცენტრში

ხელმოწერილია კონტრაქტი შპს "კავკაზუს როუდ პროჯექკთან" თბილისის ცენტრალურ ნაწილში საყრდენი კედლებისა და პანდუსების მშენებლობის თაობაზე. სამუშაოები შესრულდება გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის (მდინარე ვერეს ხეობა) რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში.

პირველად საქართველოში საყრდენი კედლებისა და პანდუსების მშენებლობა იწარმოებს მსოფლიოში მრავალი წლების მანძილზე აპრობირებული Reinforced Earth® ტექნოლოგიით.

დაპროექტების, მაკომპლექტებელი ნაწილების, სპეციალური მასალების მიწოდების და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელების კონტრაქტი გაფორმდა კომპანია “Reinforced Earth® Insaat Proje ve Tic AS (REAS)”-თან. აღნიშნული კომპანია  Reinforced Earth® ტექნოლოგიისა და შესაბამისი პატენტების მფლობელის ფრანგული "ფრესინე კომპანიების ჯგუფის" (Freyssinet Group Company) წევრია.

მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2010 წლის ოქტომბერში.

05.01.2010