ხელოვნური ქვიშის წარმოება

საქართველოს სამშენებლო ინდუსტრია დიდი რაოდენობით მოიხმარს ბეტონის ნარევებს. ბეტონის ძირითადი კომპონენტია - სამშენებლო ქვიშა. ამჟამად საქართველოში ძირითადად იხმარება მდინარეული ბუნებრივი ქვიშები.

ქვიშის არსებული კარიერები აუარესებენ ისდაც დაძაბულ ეკოლოგიურ მდგომარეობას. მდინარეების  კალაპოტებიდან ბალასტის ამოღება ცვლის წყალმიმოქცევის რეჟიმს, რაც იწვევს წყალდიდობებს და სხვა არასასურველ მოვლენებს. ამის გარდა, ბუნებრივი ქვიშის ხარისხი ხშირად არ პასუხობს ტექნოლოგიურ მოთხოვნებს: არასტანდარტული გრანულომეტრია, თიხოვანი და მტვროვანი ნაწილაკების ჭარბი რაოდენობა, სინესტე, მარცვლების ფორმა და ა.შ.

ქვიშის მოხმარება, ჩვეულებრივ, შეადგენს მოხმარებული ხრეშის 47%-ს. ბუნებრივი ქვიშის გამოსავალი ქვიშა-ხრეშოვანი ნარევიდან შეადგენს 10-12%; დამსხვრეული მასალის წვრილი ფრაქცია (0,16-5,00 მმ) შეადგენს 15-18%. ამრიგად ქვიშის ჯამური გამოსავალი არ აღემატება ქვიშა-ხრეშოვანი ნაზავის 30%, ანუ სამშენებლო ქვიშის დეფიციტი შეადგენს მიახლოებით 17%.

აღნიშნული დეფიციტის აღმოფხვრა შესაძლებელია ორი გზით:
  1. გაიზარდოს ბუნებრივი ქვიშის წარმოება;
  2. ხელოვნური ქვიშის წარმოების დაწყება.
ნედლეულად ხელოვნური ქვიშის წარმოებისათვის შეიძლება იქნას გამოყენებული სხვადასხვა ქანები (გრანიტი, ბაზალტი, რიოლითი და სხვ.) და სამსხვრევი ქარხნების წარმოების ნარჩენები – მცირე ზომის (3-6 მმ) მდინარეული ბალასტი.

ხელოვნური ქვიშის წარმოების პირველ ეტაპზე მიზანშეწონილია არსებული სამსხვრევი ქარხნების წარმოების ნარჩენების გამოყენება. ჩვენი მიახლოებითი დათვლებით მათი რაოდენობა მხოლოდ თბილისის მახლობლად (60 კმ რადიუსში) შეადგენს 1,5 მლნ. ტ.

აღნიშნული ნარჩენები დაყრილია ქარხნების ეზოებში და იკავებენ საკმაოდ დიდ ფართობებს. ამ ნარჩენების გატანა და მიწის გადასახადი დაკავშირებულია საკმაოდ დიდ ხარჯებთან, ამიტომ ქარხნები გამოთქვავენ მზადყოფნას გაყიდონ ეს ნარჩენები მაქსიმუმ 2 აშშ დოლარად (EXW).

მომავალში ამ ნედლეულის პარალელურად იქნება გამოყენებული ჩვენს მიერ თბილისის მიდამოებში აღმოჩენილი, შესწავლილი და აპრობირებული ახალი მასალები, მათ შორის, თბილისის ჩრდილოეთით გავრცელებული კვარციანი ქვიშაქვები. ამ ნედლეულის გადამუშავებით მიღებულია წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების მქონე ხელოვნური ქვიშა და ამ ქვიშის გამოყენებით მიღებულია სამშენებლო ბეტონების ნიმუშები. ქვიშის გრანულომეტრიული ანალიზის შედეგები, ბეტონების რეცეპტები და გამოცდების შედეგები მოცემულია ფაილში see in this file - . ამ ნედლეულის გამოყენება, მხოლოდ სატრანსპორტო ხარჯების დაწევის ხარჯზე (10-15 კმ თბილისის ცენტრიდან) საგრძნობლად გააიაფებს სამშენებლო ქვიშას.

მდინარეული ბალასტის ნარჩენებისგან მიღებული ხელოვნური ქვიშის ღირებულების გამოთვლა მოცემულია შემდეგ ფაილში separately file

შედარებისათვის, საჩხერის გაურეცხავი კვარციანი ქვიშის 1 კუბური მეტრის ფასი თბილისში შეადგენს დაახლოებით 35 აშშ დოლარს, ანუ 23 აშშ დოლ./ტ.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ დღესდღეობით საქართველოში ხელოვნური ქვიშა არ იწარმოება. არცერთი წარმოება არ არის აღჭურვილი შესაბამისი დაზგა-დანადგარებით და, ჩვენი მონაცემებით, არ აპირებენ ამგვარი საწარმოს აწყობას უახლოეს მომავალში.