სამთო და მადნის გამამდიდრებელი კომპლექსი
Assarel-Medet JSC (www.asarel.com/en/Default.aspx) ბულგარეთის უდიდესი სამთო კომპანიაა. 2007 წელს სპილენძის მადნის წლიურმა მოპოვებამ შეადგენდა 11,000,000 ტ, ხოლო სპილენძის კონცენტრატის წარმოებამ - 180,000 ტ.
2008 წლის ივლისში ბულგარული სამთო კომპანია
Assarel-Medet JSC-თან ხელი მოეწერა კონტრაქტს საკონსულტაციო მომსახურების შესახებ. კონტრაქტის საგანი -
"საქართველოს სპილენძისა და ოქროს საბადოების და მადანგამოვლინებების მიმოხილვა".
პროექტის ჩარჩოები:
- საქართველოს ტერიტორიის საექსპერტო შეფასება სპილენძის და ოქროს ძებნა-ძიებისათვის პერსპექტიული ფართების და/ან საბადოების. კრიტერიუმები: სპილენძის შემცველობა მადანში 1% მეტი და მინიმუმ 1 გ/ტ Au; მინიმალური მარაგები – 200,000 ტ Cu და 10 ტ Au.
ჩასატარებელი სამუშაოების ნუსხა:
- მინერალური ნედლეულის შესახებ საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა: ლიცენზიები, კონცესიები, საბადოების ძებნა-ძიება და ექსპლუატაცია, უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკური გარემო;
- საქართველოს სახელმწიფო ბალანსე მყოფი Cu და Au საბადოების/მადანგამოვლინებების ჩამონათვალი და საქართველოში მომუშავე Cu/Au სამთო კომპანიების ნუსხა;
- მონაცემები პოტენციურად პერსპექტიული Cu და Au საბადოების/მადანგამოვლინებების შესახებ საქართველოს შემდეგ რეგიონებში: აჭარა-თრიალეთი, სვანეთი, რაჭა და გურია.
მონაცემებს Cu და Au
საბადოების/მადანგამოვლინებების შესახებ უნდა ახლდეს შემდეგი
ტექნიკური მახასიათებლები:
ძირითადი ინფორმაცია:
- ადგილმდებარეობა - კოორდინატები; სატელიტური სურათები; არანაკლებ 1:50,000 მასშტების რუკები. გეოგრაფიული მონაცემები - უახლოესი დასახლებული პუნქტები და სხვა ობიექტები; მანძილი უახლოესი საავტომობილო გზებამდე, რკინიგზამდე და აეროპორტებამდე; ახლომდებარე სპეციალური რეგულაციების მქონე ტერიტორები: ნაკრძალები და ეროვნული პარკები, კურორტები და ა.შ.;
- ტოპოგრაფია, ჰიდროგრაფია და კლიმატური პირობები;
- არსებული ინფრასტრუქტურა: საავტომობილო რკინიგზები; ელექტროგადამცემი ხაზები და მაღალი ძაბვის ქვესადგურები; წყალმომარაგების სისტემები: წყალსაცავები,
სატუმბო სადგურები, ირიგაციული სისტემები და წყალსადენები; ქონება და მისი სტატუსი: კერძო, მუნიციპალური ან სახელმწიფო ქონება; სასოფლო-სამეურნეო მიწები, ტყეები, შენობა–ნაგებობები და სხვ.; პროექტის მართვის შესაძლო სირთულეების აღწერა.
გეოლოგია:
- პოზიცია რეგიონალური მაკროსტრუქტურების მიმართ: გეოდინამიკა და მეტალოგენია;
- ლითო-ტექტონიკური ერთეულები;
- ტექტონიკური მაკროსტრუქტურები: პლიკატიური და დეზუნქტიური;
- მადნების შემცველი ქანების შეცვლები (მეტასომატოზი), მადნების თვისებები, მინერალოზაცია და ამ რაიონის სხვა მადანწარმომქნელი პროცესების მაჩვენებლები.
საბადოს გეოლოგიური სტრუქტურა:
- შემცველი ქანები და მათი შეცვლები (მატასომატოზი);
- საბადოს ტექტონიკური სტრუქტურა;
- გამადნების გენეტური მოდელი;
- მადნიანი სხეულების მოხაზულობა და პოზიცია, მადნების გენეტური ტიპები;
- ფლუიდური ნაკადების გავრცელება, მადანგამტარი სტრუქტურები;
- მადნების პარამეტრები;
- მადნების მინერალური და ქიმიური შედგენილობა.
მეთოდოლოგია, ჩატარებული ძებნა-ძიებითი სამუშაოების მოცულობა და ძირითადი შედეგები:
- გეოდეზიური სამუშაოები;
- გეოფიზიკური საძიებო სამუშაოები;
- საძიებო ბურღილები: ადგილმდებარეობა, გეოფიზიკური შესწავლა და ინკლინომეტრია;
- საძიებო შურფები და სამთო სამუშაოები;
- აღებული სინჯები;
- ლაბორატორიული ანალიტიკური შესწავლა, ხარისხის შიდა და გარე კონტროლი (მხოლოდ მეთოდოლოგია);
- ტექნოლოგიური შესწავლა (მხოლოდ მეთოდოლოგია).
მასალის ხარისხის მონაცემები:
- ლაბორატორიული შესწავლის შედეგები: მინერალოგია, ქიმიური შედგენილობა, ფიზიკურ-მექნიკური მახასიათებლები;
- ტექნოლოგიური შესწავლის შედეგები.
საბადოს რაიონის ჰიდროგეოლოგიური მონაცემები:
- წყალშემცველი და წყალგამძლე სტრუქტურები;
- წყალუხვობა: ჭაბურღილებიდან სეზონური ამოტუმბვა (მინიმალური და მაქსიმალური სიდიდეები).
საბადოს რაიონის სამთო მაჩვენებლები:
- ქანების ფიზიკო-მექანიკური მაჩვენებლები;
- ნასხლეტების სისტემა.
მარაგების დათვლის მონაცემები:
- მადანში ლითონის მინიმალური სამრეწვწლო შემცველობა და მინიმალური შემცველობის დასაბუთება;
- ბლოკების გამოყოფა და მეთოდოლოგიის დასაბუთება;
- მარაგების დათვლის მეთოდები;
- მარაგების/რესურსების დათვლა.
აუცილებელი გრაფიკული დანართები:
- რუკების ჩამონათვალი; გეოლოგიური ჭრილები; ბურღილების დოკუმენტაცია; ბლოკების ჭრილები.
მარაგები დამტკიცებული სსრკ მარაგების კომისიის მიერ და ექსპერტთა გათვლები.
საბადოს/მადანგამოვლინების დამუშავების ლიცენზიის ან კონცესიის მიღების პირობები, მათ შორის ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ: დასახელება ან გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, შესაძლო სირთულეები/მზადყოფნა კოოპერაციისათვის.
საკონსულტაციო მომსახურების შედეგები ანგარიშის სახით გაეგზავნა დამკვეთს. სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, კონტრაქტის თანახმად, გაფორმდა 2008 წლის ნოემბერში (შესაბამისი ცნობა იხილეთ ქვემოთ).