საკონსულტაციო კონტრაქტი კომპანია „Hunnewell
Partners (BVI) Limited“-თან
2016 წლის 30
აგვისტოს ხელი მოეწერა კონტრაქტს საკომსულტაციო მომსახურეობის შესახებ კომპანია „Hunnewell
Partners (BVI) Limited“-თან (ქ. ტორტოლა, ბრიტანული ვირჯინიის კუნძულები). პროექტი
დასრულდა 2016 წლის ოქტომბერში.
კონტრაქტის
საგანი - დასავლეთ საქართველოში მდებარე ჯვარისასა და გურნას კაოლინური თიხების
საბადოების პერსპექტიულობის დადგენა.
ამ ხელშეკრულების შესრულების პერიოდში შესრულდა შემდეგი სამუშაოები:
- გაწმენდილი იქნა ტერიტორია მცენარეული
საფარისაგან (ბალახი, ბუჩქნარი).
პროცესს ესწრებოდა ლიცენზიის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელი. შეგროვილი იქნა სრული ინფორმაცია საბადოს შესახებ;
- საბადოზე ექსკავქტორის მეშვეობით გაითხარა 5 მეტრის სიღრმის თხრილები;
- ჩატარდა საძიებო სამუშაოები, აღებულ იქნა თიხის წარმომადგენლობითი სინჯები თხრილების სხვადასხვა დონეებიდან. ამან მოგვცა
საშუალება ნათლად ყოფილიყო განსაზღვრული სხვადასხვა თიხის ხარისხები;
- თხრილების გათხრას ესწრებოდა და კვლევებს ატარებდა ამ სფეროში მომუშავე ორი წამყვანი გეოლოგი: ერთი - საქართველოს (GSP) წარმომადგენელი, მეორე კი საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტი იტალიიდან (კერამიკული თიხების ექსპერტი);
- საბადოებზე აღებული ნიმუში გაგზავნილი იქნა იტალიაში,
სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში. ანალიზების ჩატარების მიზანი - განსხვავებული თიხების ხარისხის (კერამიკული წარმოებისათვის) დადგენა.
ჩატარებული იყო შემდეგი ტესტები:
- სრული
სილიკატური ანალიზი (silicate + L.O.I. at 1050°C) და ტესტები ორგანული
ნივთიერებების შემცველობის შესახებ;
- ნარჩენი მასალის ტესტი (Residue > 63 µm);
- XRD მინერალოგიური
ანალიზები;
- MOR გაშრობის შემდეგ;
- კერამიკის გამოწვის ტესტები ელექტრო მუფელის
ღუმელში 1160° C და 1190°C.
საკონსულტაციო
მომსახურეობის შედეგები ანგარიშის სახით გაეგზავნა დამკვეთს.