TerraLink™ წარმოადგენს Reinforced Earth® სტრუქტურას, რომელიც შენდება არსებული ნაგებობის ან ფერდობის წინ იქ, სადაც შეზღუდული სივრცე არ იძლევა სტანდარტული სიგრძის არმირების ელემენტების გამოყენების შესაძლებლობას. ამ ტექნოლოგიის გამოყენება მიზანშეწონილია გზის გაფართოების დროს და იქ, სადაც ყრილის ან ფერდობის ექსკავაცია შეუძლებელია.
TerraLink™ ტექნოლოგია ძირითადად გამოიყენება ინექციურ ხიმინჯებთან (ნიადაგის ლურსმანი) ერთად. ლურსმანი მონტაჟდება არსებულ სტრუქტურაში ან ფერდობში. მოსაპორკეთებელი ელემენტების ლუსმნების თავებზე დამაგრება ხორციელდება პირდაპირი ან ფრიქციული მიერთების გამოყენებით.